ბათუმი - ნიუ-ორლეანი
ფოტოებზე გამოსახული ქუჩები ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ქალაქებში - ბათუმსა და ნიუ-ორლეანში გვამოგზაურებს. სხვადასხვა კონტინენტზე განლაგებული ამ ორი ქალაქის ფოტოებისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია მათი არქიტექტურული მსგავსების შესამჩნევად. ბათუმური აივნებიდან ცქერისას, საკმარისია ღრმად ჩაისუნთქოთ ყავის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და წამსვე აღმოჩნდებით ლუიზიანას შტატის უდიდეს საპორტო ქალაქ ნიუ-ორლეანში. ბათუმსა და ნიუ-ორლეანს მუსიკალური გემოვნებაც მსგავსი აქვთ. თუკი ბათუმის დამეგობრებული ქალაქი ნიუ-ორლეანი მსოფლიო ჯაზის დედაქალაქის სახელითაა ცნობილი, ბათუმიც, თავისი ცნობილი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალით, სამართლიანად გვაყენებს მსოფლიო ჯაზ-მუსიკის მოყვარულთა ავანგარდში.